ფსიქოლოგი მარიამ ტურაშვილი |
ქორწინების საიდუმლო. ეს მუდმივი კითხვაა, ბევრ მეცნიერს
უცდია კვლევის გზით ამოეხსნა ეს რთული ამოცანა, თუმცა
ძნელია ამ კითხვას ერთი კონკრეტული
პასუხი მოვარგოთ.
ყველა წყვილი ერთმანეთისგან განსხვავებული და
ინდივიდუალურია, თუმცა
უნდა აღინიშნოს რომ იდეალურ ურთიერთობასაც კი სჭირდება ზრუნვა და მოფრთხილება.
რომანტიკული ურთიერთობები
დაფუძნებულია ძლიერ კავშირზე. ურთიერთობების მიღმა აუცილებლად უნდა არსებობდეს ძლიერი კავშირი, რომელიც ქმნის ინტიმურობას, მეგობრობას, საერთო ინტერესებსა და მიზნებს და
სწორედ ეს კავშირი აძლევს
ენერგიასა და ძალას ურთიერთობას და აღვივებს წყვილში სურვილს ერთად გაატარონ დრო. როდესაც ოჯახს ახალი წევრი
შეემატება ძნელია დროის სწორი მენეჯმენტი შეიმუშავო, თუმცა აუცილებელია მეუღლეებმა
დაიტოვონ დრო პირადი
ურთიერთობებისთვის და ამასთან ერთად არ მოაკლონ დრო და ყურადღება შვილებს.
ბედნიერი ქორწინების
„საიდუმლოებთაგან“ ეფექტური კომუნიკაცია
ერთერთი მნიშველოვანია. პარტნიორებს უნდა შეეძლოთ
გულახდილად ისაუბრონ და გაუზიარონ ერთმანეთს როგორ გრძნობენ თავს, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ.
თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ყოველი ფიქრის და აზრის გაზიარებას. ეფექტური კომუნიკაცია
წყვილს
ეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში და ხელს უშლის
უმნიშვნელო პრობლემების, მნიშვნელოვან
პრობლემებად ფორმირებას. თანაცხოვრების კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანი კონფლიქტური სიტუაციაები შესაძლოა განქორწინების მიზეზი გახდეს.
წყვილთა ურთიერთობაში
ასევე საყურადღებო საკითხია კომპრომისი. ჯანსაღ
ურთიერთობებში, ორივე მხარე მოწოდებული უნდა იყოს შეეწყოს მეწყვილეს და გაითვალისწინოს
მისი სურვილები. თუ მხოლოდ ერთი პარტნიორი გასცემს, მაგრამ
უკან ვერ იღებს იგივეს,
მასში აუცილებლად სიბრაზე იჩენს თავს. ვინაიდან ყველა ადამიანი დამოუკიდებელი, უნიკალური
არსებაა, წყვილი ერთად ყოფნისთვის ეთხმად უნდა აცხადებდეს მზაობას ერთმანეთთან კომპრომისზე
წასვლაზე, რომ არ შეიქმნას მნიშვნელოვანი კონფლიქტური სიტუაცია უმნიშვნელო საკითხებზე.
და ბოლოს არ დაგავიწყდეთ
როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი. ჩვენი ცნობიერი ყოველთვის ინახავს ბედნიერ წუთებს განვლილი ცხოვრებიდან, გამოიყენეთ გამოცდილება და მოგონებები აწმყოში, რთული და დაძაბული სიტუაციის
დასაძლევად.
* * *
No comments:
Post a Comment