Saturday, September 29, 2018

ჟან ჟაკ რუსო


“ადამიანის აღზრდა იწყება მისი დაბადებისთანავე. ის ჯერ არ ლაპარაკობს, ის ჯერ კიდევ არ ისმენს, მაგრამ უკვე სწავლობს, გამოცდილება წინ უძღვის სწავლას.”
#ჟანჟაკრუსო
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

კარლ როჯერსი


"კარგი ცხოვრება არის თვითონ პროცესი, და არა ყოფა. ეს არის მიმართულება და არა დანიშნულება".
#კარლროჯერსი
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრიPTC
#PTC

კარლ იუნგი


"ყველაფერი, რაც ჩვენ გვაღიზიანებს სხვა ადამიანში, საშუალებას გვაძლევს გავუგოთ საკუთარ თავს".
#კარლიუნგი
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

ბ. ფ. სკინერი


"წაგება ყოველთვის შეცდომა არ არის, ის შეიძლება, უბრალოდ ,საუკეთესო იყო იმ გარემოებების გათვალისწინებით , რაც გვქონდა. ნამდვილი შეცდომა , მხოლოდ დანებებაა".
#BurrhusFredericSkinner
#სკინერი
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრი
#PTC

სტრესი



სიტყვა "სტრესს" დღეს იმდენად ხშირად ვიყენებთ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის ის და როგორ მოქმედებს ჩვენზე. მუდმივი განვითარების გამო მსოფლიოში ბევრი ცვლილებები ხდება, ამიტომ ძნელია ადამიანმა ფეხი აუწყოს ცხოვრების სწრაფ რიტმს ისე რომ სტრესი აირიდოს. 

სტრესი კომპლექსური მოვლენაა, მის წინააღმდეგ არავის აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი. 
სტრესი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ემოციური და ფიზიოლოგიური გამოწვევების არასასიამოვნო მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როდესაც სიტუაციას საფრთხედ აღიქვამს და მისი აზრით ეს სიტუაცია ადამიანის კარგად ყოფნას ეჭვქვეშ აყენებს. (Auerbach et al., 2007 / Encarta 2008)
სიტყვა "სტრესი" არის გერმანული სიტყვა "Stringere"დან მიღებული. ტერმინი დაინერგა მედიცინაში ჰანს სელის მიერ 1949 წელს (Selye, 1976,1986). მისი განმარტების მიხედვით, სტრესი არის ახალი გარემოებების ფიზიკური ადაპტაცია, გამაღიაზიანებლის პასუხად, რომელიც აყენებს ზიანს ინდივიდუალურ ბალანსს (Luban, Plozza and Pozzi, 1994).

Monday, September 24, 2018

თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულობა
         
თვითდაჯერებულობა არის თქვენი საკუთარი
შესაძლებლობებისადმი რწმენა, როდესაც საკუთარ თავს და
საკუთარ რეალობას დადებითად და რეალისტურად უყურებ.
(Densky 2006) გარდა ამისა, თქვენ ასევე უნდა გჯეროდეთ,
რომ გაქვთ წარმატების უნარი (კენტ 2007).
თავდაჯერებულობაა,
როდესაც გრძნობთ საკუთარ თავს, თქვენს ქმედებებს,
გადაწყვეტილებებს, მოსაზრებებს და ენდობით საკუთარ თავს.
(Hawkins, Swannell & Weston 1998, pg141)
მიუხედავად ამისა, თვითდაჯერებულობა არის ძალიან
სასარგებლო და ძლიერი ინსტრუმენტი ყველასთვის,
რათა აისრულოს სურვილები. დასახული მიზნის
მისაღწევად საჭიროა საკუთარი თავის რწმენა, სადაც არ უნდა
იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე.
დრო შენთვის არ გაჩერდება, დახუჭე თვალები, დაფიქრდი,
ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებაში, ენდეთ საკუთარ თავს და
იმოქმედეთ საკუთარი ოცნების ასახდენად.
მთავარი რაც უნდა იცოდეთ არის ის თუ როგორ უნდა
დაბალანსდეს სასკუთარი თავისადმი დამოკიდებულება,
რომ ზედმეტმა თავდაჯერებულობამ მარცხი
არ განგაცდევინოთ.

Friday, September 7, 2018

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC



"ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC"  გთავაზობთ ფსიქოლოგის კონსულტაციას, სასარგებლო პროექტებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფსიქოლოგიაში.