Wednesday, February 27, 2019

ფობიები




                 

ობია (ბერძნ. φόβος „ფობოს“ — შიში) - რაიმე სიტუაციის
ფსიქოლოგიის მაგისტრი
თამარ ჭანტურია
ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის
მიმართ ძლიერი, პანიკური შიშია. ამ ანომალიის ძირითადი
სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის 
არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი,
მოთხოვნილება.
ყოველ ჯანსაღ ადამიანს შეუძლია განიცადოს ბუნებრივი 
შიში, რომელიც მასში არის, როგორც  დაცვითი  მექანიზმი.
თუ შიში ადამიანისათვის პრობლემად იქცევა და ხელს უშლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას, მას ფობიად განიხილავენ.
ფობიის ძირითადი მახასიათებელია იმ სიტუაციის უარყოფა, უკუგდება, მისგან თავის არიდება, რომელიც მას (ფობიას) იწვევს. გარდა ამისა , აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ჰქონდეს:
ტაქიკარდიაგულისცემის აჩქარება,
მოხრჩობის, ყელში წაჭერის, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება,
გაქვავების შეგრძნება, სისუსტე, სხეულის დაუმორჩილებლობა, გონების დაკარგვის შეგრძნებასხეულის კანკალიცივი ოფლი, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში და ..
ფობიის გამომწვევი შეიძლება იყოს არაერთი მიზეზიხშირად ფობია იწყება ბავშვობიდან - ნეგატიური ემოციები, რომლებიც ადამიანმა ცხოვრების ადრეულ პერიოდში გადაიტანა, შემდგომში ამგვარად იჩენენ თავს.
როგორც წესი, ფობია ჩნდება რაღაც სტრესული სიტუაციების შემდეგ, რომლებმაც მტკივნეული გამოცდილება მოიტანეს.არსებობს მოსაზრება,რომ ფობია შეიძლება იყოს მემკვიდრეობითიც.
ფობიის ფსიქოლოგია ასეთია: ქვეცნობიერში ინახება კავშირი შიშის გამომწვევ მიზეზსა და იმ უარყოფით ემოციებს შორის, რომლებიც ადამიანმა გადაიტანა.
აქვე რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ და უცნაურ ფობიას გაგაცნობთ:

ავიოფობიათვითმფრინავით ფრენის შიში
აკროფობია  სიმაღლის შიში
ანთროპოფობია ადამიანებთან ურთიერთობის შიში
არითმოფობიარიცხვების შიში
აუტოფობიამარტოობის შიში
გამოფობიადაქორწინების შიში
ზოოფობიაცხოველების შიში
კლაუსტროფობიადახურული სივრცის შიში
მელანოფობიაშავი ფერის შიში
ობესოფობია-  წონაში მომატების შიში,
ჰიდროფობიაწყლის შიში.
ჰომოფობიაჰომოსექსუალების ზიზღი ან შიშიდა კიდევ ერთი, საინტერესო ფობიარომლის მქონე ადამიანებს ნამდვილად გაუჭირდებათ ამ სიტყვის წარმოთქმა
ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობიაგრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში J

რა მეთოდებს შეიძლება მივმართოთ ფობიისგან გასათავისუფლებად?

ეცადეთ, გადაერთოთ უფრო სასიამოვნოზე და ცუდი ფიქრები მოიშოროთ.
შეხედეთ შიშს თვალებში და სცადეთ ნელ-ნელა დაუახლოვდეთ შიშის ობიექტს.
წინასწარ მოემზადეთ შიშის ობიექტთან შესახვედრად და თქვენი თავი დაარწმუნეთ, რომ ეს არც თუ ისე სასიკვდილო და საშინელია.
მკურნალობა დაიწყეთ ნელა  და ეტაპობრივად.
შეაქეთ საკუთარი თავი და ხშირად გაიმეორეთ:”მე ეს გამომივა!
როცა შიშის შემოპარვას იგრძნობთ, მომენტალურად სხვა საქმეზე გადაერთეთ და რაც შეიძლება სასიამოვნოსა და საინტერესოზე.
შიშის ინტენსივობა გაზომეთ ხოლმე 1-დან 10 ქულამდე, დაფიქრდით და გაიაზრეთ, რამ გამოიწვია ქულის მომატება ან დაკლება?
შეეცადეთ, ოპტიმისტურად შეხედოთ გარემოს.
მოერიდეთ კონფლიქტს და კონფლიქტურ სიტუაციებს.
ადრენალინი, რომელიც შიშის დროს გამოიყოფა, შეეცადეთ სხვა საქმიანობებში დახარჯოთ, იმოძრავეთ ბევრი და შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშები
თუ ამ წესებს ცოტათი მაინც გაითვალისწინებთ, თქვენ თავს უკეთესად იგრძნობთ.
ფობიებისგან განკურნება შესაძლებელია, ოღონდ არა თვითმკურნალობით. ფარმაკოლოგიურ ჩარევასთან ერთად რეკომენდირებული და საკმაოდ ეფექტურია ფსიქოთერაპია.

Sunday, February 17, 2019

Raj Raghunatha





"გულუხვობა აძლიერებს ბედნიერების ხარისხს. როდესაც გულუხვი ხართ, ამბავში რომელსაც საკუთარ თავზე ყვებით, გაქვთ ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ და უფრო მეტიც..."


Saturday, February 16, 2019

ემოციური ინტელექტი


         ემოციური ინტელექტი

თამარ ჭანტურია
ფსიქოლოგიის მაგისტრი

  "ემოციური ინტელექტი" არის საკუთარ და სხვა ადამიანთა ემოციებზე დაკვირვების, ემოციების შემჩნევის, სხვადასხვა ემოციების ერთმანეთისაგან გარჩევის, აზროვნების და ქცევის მართვის მიზნით ამ ინფორმაციის გამოყენების უნარი.
 ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა, ესენია: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება და ურთიერთობების მართვა.
თვითცნობიერება - არის უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში, ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს 
კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში.
თვითშემეცნების დროს ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში.
საკუთარი თავის მართვა - უნარი, საკუთარი ემოციების მართვისა, შეგეძლოს იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება, შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.
სოციალური ცნობიერება - უნარი, გააცნობიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო მათი განწყობა მიცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება, რაც გვეხმარება გარშემომყოფების ჭეშმარიტი მდგომარეობის დანახვაში.
ურთიერთობის მართვა - უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრისათვის ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისთვის.
ცნობილი ფაქტია, რომ მაღალი IQ ს მქონე ადამიანები უფრო ნიჭიერები არიან და შესაბამისად, წარმატების მიღწევის მაღალი შანსი აქვთ. თუმცა, კვლევების თანახმად მაღალი ემოციური ინტელექტი EQ უფრო მნიშვნელოვანი იარაღია წარმატების მისაღწევად. 
     ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლიდანვე, სკოლას შეუძლია მოახდინოს "ემოციური განათლების" პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს დეპრესიით, სიბრაზით, იმედგაცრუებით, წარუმატებლობით თუ სხვა პრობლემებით გამოწვეული ემოციების მართვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლაში წარმატების მისაღწევად.

* * *

Thursday, February 14, 2019

ხანგრძლივი ქორწინება და ძლიერი ურთიერთობები

                     
ფსიქოლოგი
მარიამ ტურაშვილი

ხანგრძლივი ქორწინება და   
ძლიერი ურთიერთობები


  ალბათ ბევრს აინტერესებს რა არის ხანგრძლივი და ბედნიერი
ქორწინების საიდუმლო. ეს მუდმივი კითხვაა, ბევრ მეცნიერს 
უცდია კვლევის გზით ამოეხსნა ეს რთული ამოცანა, თუმცა
ძნელია ამ კითხვას ერთი კონკრეტული პასუხი მოვარგოთ.
 ყველა წყვილი ერთმანეთისგან განსხვავებული და 
ინდივიდუალურია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იდეალურ  ურთიერთობასაც კი სჭირდება ზრუნვა და მოფრთხილება.
        რომანტიკული ურთიერთობები დაფუძნებულია ძლიერ კავშირზე. ურთიერთობების მიღმა აუცილებლად უნდა არსებობდეს ძლიერი კავშირი, რომელიც ქმნის ინტიმურობას, მეგობრობას, საერთო ინტერესებსა და მიზნებს და სწორედ ეს კავშირი აძლევს
 ენერგიასა და ძალას ურთიერთობას და აღვივებს წყვილში სურვილს  ერთად გაატარონ დრო. როდესაც ოჯახს ახალი წევრი შეემატება ძნელია დროის სწორი მენეჯმენტი შეიმუშავო, თუმცა აუცილებელია მეუღლეებმა დაიტოვონ დრო პირადი 
ურთიერთობებისთვის და ამასთან ერთად არ მოაკლონ დრო და ყურადღება შვილებს.
         ბედნიერი ქორწინების „საიდუმლოებთაგან“ ეფექტური კომუნიკაცია
 ერთერთი მნიშველოვანია. პარტნიორებს უნდა შეეძლოთ გულახდილად ისაუბრონ და გაუზიარონ ერთმანეთს როგორ გრძნობენ თავს, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ყოველი ფიქრის და აზრის გაზიარებას. ეფექტური კომუნიკაცია 
წყვილს ეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში და ხელს უშლის
 უმნიშვნელო პრობლემების, მნიშვნელოვან პრობლემებად ფორმირებას. თანაცხოვრების კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვანი კონფლიქტური სიტუაციაები შესაძლოა განქორწინების მიზეზი გახდეს.
         წყვილთა ურთიერთობაში ასევე საყურადღებო საკითხია კომპრომისი. ჯანსაღ ურთიერთობებში, ორივე მხარე მოწოდებული უნდა იყოს შეეწყოს მეწყვილეს და გაითვალისწინოს მისი სურვილები. თუ მხოლოდ ერთი პარტნიორი გასცემს, მაგრამ 
უკან ვერ იღებს იგივეს, მასში აუცილებლად სიბრაზე იჩენს თავს. ვინაიდან ყველა ადამიანი დამოუკიდებელი, უნიკალური არსებაა, წყვილი ერთად ყოფნისთვის ეთხმად უნდა აცხადებდეს მზაობას ერთმანეთთან კომპრომისზე წასვლაზე, რომ არ შეიქმნას მნიშვნელოვანი კონფლიქტური სიტუაცია უმნიშვნელო საკითხებზე.
        და ბოლოს არ დაგავიწყდეთ როგორ შეგიყვარდათ ერთმანეთი. ჩვენი ცნობიერი ყოველთვის ინახავს ბედნიერ წუთებს განვლილი ცხოვრებიდან, გამოიყენეთ გამოცდილება და მოგონებები აწმყოში, რთული და დაძაბული სიტუაციის დასაძლევად.

* * *



Sunday, February 10, 2019

Chuck Palahniuk

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

"ჩვენ ყველა მოვკვდებით. ცხოვრების მიზანი არ არის მარადიულობა, მისი მიზანია შევქმნათ რაღაც, რისი სურვილიც გვაქვს"...
#PTC
#ChuckPalahniuk

გჯეროდეს საკუთარი თავის

Image result for believe in yourself

მიზნების დასახვის ყველაზე დიდი დაბრკოლება საკუთარი თავისთვის შეზღუდვების დაწესებაა. შესაძლებელია გწამთ, რომ არ გაქვთ საკმარისი გონება, ნიჭი, შესაძლებლობა, შემოქმედებითი უნარი ან სხვა რამ, შედეგად, ჩნდება შეზღუდვებიც. თქვენი შესაძლებლობების არასწორად შეფასების გამო, თქვენ ან საერთოდ არ ისახავთ მიზნებს, ან ისახავთ იმაზე ბევრად მცირე მიზნებს, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ მიაღწიოთ.

William James

ფსიქოლოგიური ტრენინგ ცენტრი PTC-ს ფოტო.

"ყველამ უნდა გააკეთოს მინიმუმ ორი რაღაც რას სძულს, ყოველდღე, უბრალოდ პრაქტიკისთის..."
#WilliamJames
უილიამ ჯეიმსი ამბობს, რომ ცხოვრება ყოველთვის არ უნდა იყოს ადვილი. ხანდახან ყველაზე დიდი სწავლება და გამოცდილება მოაქვს უკმაყოფილებასა და გამოწვევებს. ამავე დროს თქვენ შეიტყობთ ყველაზე მნიშვნელოვანს: რა არის თქვენი ძლიერი მხარე და სისუსტეები.