Sunday, November 25, 2018

შფოთვისა და აგრესიულობის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში. დახმარება და კორექცია


ტრენინგი - შფოთვისა და აგრესიულობის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში. დახმარება და კორექცია
#შფოთვისადააგრესიულობისგამომწვევიმიზეზებიბავშვებში
✔ტრენინგი განკუთვნილია ბავშვის აღზრდისა და განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის,
აღმზრდელებისთვის, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ტრენინგის თემატიკა:
*** აგრესიულობის და შფოთვის გამომწვევი მიზეზები (ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები).
*** ნორმა და პათოლოგია.
*** აგრესიულობის და შფოთვის დიაგნოსტიკა და კორექცია.
*** არტ თერაპია და კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპია ბავშვებთან


🔶ტრენერი: ფსიქოლოგი, სოფო მახარაძე

🔴 გაიცემა სერტიფიკატი.
ტრენინგის ბოლოს გაიმართება სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიება🎉🎊


რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე
https://docs.google.com/forms/d/1LcrQtysvmD14omEhdgq37HZA8DRKl2KUjRT1hfM2HuY

🔴 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 29 ნოემბერი
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 2018 წლის, 1 დეკემბერი, 14:00-18:30.

Wednesday, November 7, 2018

რა არის დეპრესია?!


განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქციაა ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.
აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი მოწყენილობას საერთოდ არ უჩივის — მათ უსიცოცხლობა, სიცარიელე, აპათია აწუხებთ. მამაკაცები და მოზარდები კი დეპრესიის დროს სევდიანობის ნაცვლად შეიძლება ბრაზმა, აგრესიამ და მოუსვენრობამ შეიპყროს.
როგორი სიმპტომებითაც არ უნდა გამოვლინდეს დეპრესია, იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული მოწყენილობისგან განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიც — დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდესი რისკფაქტორია.
ბევრს მიაჩნია, რომ დეპრესია მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია, ამიტომაც ცდილობს დამალოს იგი, არავის გაუმხილოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანი თვითონვე მოერევა. სინამდვილეში დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება..

აზარტომანია - რეალური საფრთხე მოზარდებისთვის!



აზარტომანია XXI საუკუნის ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა. აზარტი რაიმეთი თავდავიწყებით გატაცებაა, აზარტომანია კი უკვე პრობლემაა. მის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მთელი რიგი ფსიქო-სოციალური და სხვა ფაქტორები. აზარტომანიას ნარკომანიასაც ადარებენ თავისი საფუძველის, თავისუფლებიდან გაქცევის, გამო. სამწუხაროდ, პრობლემური მოზარდები არიან აზარტომანიისკენ მიდრეკილთა რისკ ჯგუფში...
#ფსიქოლოგიურიტრენინგცენტრიPTC
#აზარტომანიარეალურისაფრთხემოზარდებისთვის
📣 ტრენინგი - აზარტომანია, რეალური საფრთხე მოზარდებისთვის.
ტრენინგი განკუთვნილია სტუდენებისათვის, ბავშვის აღზრდისა და განვითარების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის,
აღმზრდელებისთვის, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის.
👉 ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა კომპეტენციის ამაღლებას აზარტომანიასთან დაკავშირებით. როგორ დავეხმაროთ მოზარდს, რომ აზარტულ თამაშებზე არ გახდეს დამოკიდებული.
📝 ტრენინგის თემატიკა:
 რისკ ჯგუფები
 ბიო, ფსიქო, სოციალური ფაქტორები
 თამაშზე, კომპიუტერსა და ინტერნეტზე დამოკიდებულება.
 მათი მიმდინარეობა და გამკლავების მექანიზმები.
სახიფათო თამაშები.
 ტრენერი: ფსიქოლოგი, მარინა კაჭარავა
 ტრენინგის ჩატარების თარიღი: 10 ნოემბერი, 10:00-13:00.
🔴 გაიცემა სერტიფიკატი.
🖍 psychological.t.c@gmail.com
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
👉 https://docs.google.com/…/1FAIpQLSfN8GunKB2Bk-_ksm…/viewform
🔴 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 8 ნოემბერი.

Friday, November 2, 2018

მარიამ ტურაშვილი

     

      ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი
 მარიამ ტურაშვილი



  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - ფსიქოლოგიის ფაკულტეტი - 2010-2014
  • საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება, ფსიქოლოგიის მაგისტრი - 2014-2019
  • ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია - ენისა და მეტყველების თერაპია, ლოგოპედია - 2019
  • institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy - გეშტალტთერაპია 2023 - ...








                      
                                                   

Thursday, November 1, 2018

თამარ ჭანტურია

ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი
 თამარ ჭანტურია

  • საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობა -2007-2011
  • საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირება, მაგისტრის ხარისხი- 2014-2018
  • ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმული - თანამედროვე ფსიქოკონსულტირების პრაქტიკული კურსი - 2023

  • დღის ცენტრის სპეციალური მასწავლებელი, „პირველი ნაბიჯი საქართველო“ - 2012-2014
  • კერძო სკოლა თამარიონი - ფსიქოლოგი - 2023
  • ვაჟა ფშაველას სახელობის 87 ე საჯარო სკოლა - ფსიქოლოგი - 2023