სიტყვა "სტრესს" დღეს იმდენად ხშირად ვიყენებთ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის ის და როგორ მოქმედებს ჩვენზე. მუდმივი განვითარების გამო მსოფლიოში ბევრი ცვლილებები ხდება, ამიტომ ძნელია ადამიანმა ფეხი აუწყოს ცხოვრების სწრაფ რიტმს ისე რომ სტრესი აირიდოს.
სტრესი კომპლექსური მოვლენაა, მის წინააღმდეგ არავის აქვს გამომუშავებული იმუნიტეტი.
სტრესი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ემოციური და ფიზიოლოგიური გამოწვევების არასასიამოვნო მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი განიცდის მაშინ, როდესაც სიტუაციას საფრთხედ აღიქვამს და მისი აზრით ეს სიტუაცია ადამიანის კარგად ყოფნას ეჭვქვეშ აყენებს. (Auerbach et al., 2007 / Encarta 2008)
სიტყვა "სტრესი" არის გერმანული სიტყვა "Stringere"დან მიღებული. ტერმინი დაინერგა მედიცინაში ჰანს სელის მიერ 1949 წელს (Selye, 1976,1986). მისი განმარტების მიხედვით, სტრესი არის ახალი გარემოებების ფიზიკური ადაპტაცია, გამაღიაზიანებლის პასუხად, რომელიც აყენებს ზიანს ინდივიდუალურ ბალანსს (Luban, Plozza and Pozzi, 1994).
No comments:
Post a Comment