Friday, October 27, 2023

ADHD


 

მიდგომები რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მართვაში:

🟢
ხშირად შეაქეთ და დააჯილდოვეთ წესების დაცვისთვის.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვები უფრო მეტ კრიტიკას იღებენ, რამაც შეიძლება იმოქმედოს მათ თვითშეფასებაზე. ხანდახან შეიძლება მოგიწიოთ კარგი საქციელის ძებნა, მაგრამ კარგი ქცევა უნდა შეაქოთ იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე აკრიტიკებთ ცუდ ქცევას.
🟢
მიეცით მკაფიო და ეფექტური მითითებები. დაამყარეთ თვალით კონტაქტი ან ნაზად შეეხეთ მხარს, რომ მიიპყროთ მისი ყურადღება. მიეცით მოკლე, მარტივი მითითებები, მოერიდეთ მრავალ მიმართულებას ერთ დავალებაში.
🟢
წაახალისეთ და დაეხმარეთ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში.
დარწმუნდით, რომ ბავშვს საკმარისად სძინავს, ჭამს დაბალანსებულად და იღებს საკმარისი რაოდენობის სითხეს ყოველდღიურად. დააკავეთ ყოველდღიური სპორტული აქტივობით.
🟢
შეიმუშავეთ საშინაო დავალებების შესასრულებელი რუტინა.
იმუშავეთ ერთად, წაახალისეთ და შეადგინეთ სია/გეგმა რა არის გასაკეთებელი ყოველდღიურად. განსაზღვრეთ დრო და ადგილი საშინაო დავალების შესასრულებლად, გამოიყენეთ ტაიმერი. თუ ბავშვს სჭირდება დავალებებს შორის მოძრაობა და შესვენება, მიეცით საშუალება.
🟢
დაეხმარეთ ბავშვს ძლიერი სოციალური უნარების ჩამოყალიბებაში და მეგობრების გაჩენაში. იყავით კარგი ქცევის მისაბაძი მაგალითი, რომელიც ბავშვს გამოადგება. გაატარეთ ბავშვთან მეტი დრო, კონფლიქტის და ეკრანის გარეშე, ეს დრო დაგეხმარებათ ძლიერი ურთიერთობის შენარჩუნებაში. ჩართეთ ბავშვები აქტივობებში, სადაც არიან იმავე ასაკის ბავშვები.

No comments:

Post a Comment