Friday, April 19, 2019

სიყვარული


Image result for love



სიყვარული



სიყვარულის ბევრი განმარტება შეიძლება მოვიძიოთ. მეცნიერებს დღეს, არ აქვთ კონკრეტული სრულყოფილი დეფინიცია სიყვარულზე.
ჩვენ ყველა ინდივიდუალურად აღვწერთ მას, თუმცა ყველა ვთანხმდებით რომ ერთ-ერთი ძლიერი გრძნობაა, რომელიც დაკავშირებულია დაცულობასთან, სითბოსა და პატივისცემასთან. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პოეტების, მწერლების, მუსიკოსებისა თუ კიდევ სხვა მრავალი შემოქმედებითი პროფესიის მქონე პიროვნებების საყვარელი თემა იყო და არის სიყვარული. მეცნიერებსაც არაერთხელ უცდიათ გამოეკვლიათ და ამოეხსნათ ეს გრძნობა. 
მინდა ერთ-ერთი მათგანის, მეცნიერ ჯონ ლის (1973) სიყვარულის თეორია გაგაცნოთ. მან სიყვარული 6 სტილად დაყო და გამოიყენა ბერძნული სახელწოდებები.
გამოყოფილი სტილებიდან თითოეული მათგანი მეტ-ნაკლებად ორიენტირებულია ჯანსაღ ვალდებულებებსა და ურთიერთობებზე. 

სიყვარულის პირველი სტილია - "ეროსი" - როდესაც წყვილების მოლოდინია ინტენსიური პირადი ურთიერთობა და ვალდებულება ერთმანეთის მიმართს. არსებული სტილი შესაძლოა იყოს ჯანსაღი, განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე. ამ სტილს ასევე შეიძლება ვუწოდოთ "ერთი ნახვით შეყვარება", იგი ეფუძნება ძლიერ ფიზიკურ და / ან ემოციურ მიზიდულობას.

მეორე სტილი არის "ლუდუსი". სიყვარული აღქმულია, როგორც თამაში და გამარჯვებად აღიქმება, რაც შეიძლება ბევრი პარტნიორის ყოლა. აღნიშნულს აქვს ნაკლები ვალდებულებები და ძალიან ცოტა ინტიმურობა. ლის კვლევები ცხადყოფს, რომ სიყვარულის ეს ტიპი მიმართულია ძალიან მწირი ურთიერთობისკენ და არა ბედნიერებისაკენ. ამიტომ ასეთი ურთიერთობები ძალიან მოკლეა.

"სტროგე" - იგივე ოჯახური სიყვარული“, მოიცავს ჯანსაღ, თანასწორ ურთიერთობას იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის შენი საუკეთესო მეგობარი. წყვილები არიან ბედნიერი და კმაყოფილნი,  ვინაიდან ისინი არიან ერთად და უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ ცხოვრებას. მეწყვილეები დროის გასვლის შემდეგ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ურთიერთობა ერთგულებაზეა ორიენტირებული ვიდრე ვნებაზე.

მეოთხე სტილის - "პრაგმას" - მიხედვით, ადამიანები ეძებენ მათთან ლოგიკურად ახლოს მდგომ მეგობარს, საერთო მიზნებითა და მისწრაფებებით. არსებული სიყვარული წარმოადგენს ისეთი ტიპის სიყვარულს, რომელიც ხელოვნურად მოწყობულ ქორწინებაშია, ეს ურთიერთობა უფრო ბიზნესს გავს. წყვილი სავალდებულოდ არ თვლის პირად სურვილებს და სექსუალურ განცდებს.

განსხვავებით - პრაგმა სიყვარულისგან - „მანიას" ტიპის სიყვარული არ წარმოადგენს ლოგიკურს ან რაციონალურს. ეს უფრო აკვიატებული გრძნობაა. ასეთ წყვილებს აქვთ ღალატის შიში და ძირითადად შეპყრობილნი არიან ზედმეტი ემოციურობით ან არასტაბილური ურთიერთობებით. ისინი ფიქრობენ მხოლოდ გულით და არასდროს ტვინით. ამავდროულად პარტნიორები არ არიან ბედნიერები და კმაყოფილები.

და ბოლოს "აგაპე", ლი აღწერს მას როგორც უსაზღვრო სიყვარულს, როდესაც წყვილები ერთმანეთს უძღვნიან საკუთარ თავს. ისინი ზრუნავენ მეწყვილეს სულზეც და ცდილობენ რომ უზრუნველყონ პარტნიორის კეთილდღეობა. თავიანთი სურვილები მეორე ადგილას აქვთ გადადებული და უპირატესობას ანიჭებენ გვერდში მდგომის ბედნიერებაზე ზრუნვას. არსებული სიყვარულის ტიპი მოიცავს ნამდვილ ინტიმურაობას და ვალდებულებას. 

დაბადებიდან გარდაცვალებამდე სიყვარული არა მხოლოდ ადამიანთა გამოცდილების ფოკუსია, არამედ გონების სიცოცხლის ძალაა, განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს, ასტაბილურებს ჩვენს ფიზიოლოგიურ რიტმს და ცვლის ტვინის სტრუქტურას. 
სიყვარული სინათლეა ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ გისურვებთ, უპირობოდ გიყვარდეთ და ბედნიერები იყოთ პირად ურთიერთობებში :)










ფსიქოლოგი 
მარიამ ტურაშვილი


No comments:

Post a Comment