Thursday, February 15, 2024

 ქვემოთ მოყვანილ ნიშან-თვისებების საშუალებით შეიძლება ამოვიცნოთ პოტენციური მოძალადე:

* პიროვნება, რომელიც გაიზარდა ოჯახში, სადაც მასზე ძალადობდნენ, ან ერთი მშობელი ძალადობდა მეორეზე, ისწავლა, რომ ძალადობა ნორმალური საქციელია.
* პიროვნება, რომელიც იყენებს ძალას ან იჩენს ძალადობისაკენ მიდრეკილებას, როდესაც ცდილობს პრობლემის გადაჭრას, შესაძლოა იყოს პოტენციური მოძალადე.
* პიროვნება, რომელიც მეტისმეტად რეაგირებს პატარა პრობლემების თუ გაღიზიანების დროს, სასტიკად ექცევა ცხოველებს, როდესაც გაბრაზებულია ურტყამს მუშტს კედელს ან ისვრის ნივთებს.
* პიროვნება, რომელიც დამოკიდებულია ალკოჰოლსა ან ნარკოტიკებზე, შესაძლოა იყოს პოტენციური მოძალადე.
* პიროვნება, რომელსაც აქვს ძლიერი ტრადიციული შეხედულება იმის შესახებ, თუ რა უნდა აკეთოს მამაკაცმა და რა უნდა აკეთოს ქალმა.
* ეჭვიანია ხალხის მიმართ, რომელთაც მის პარტნიორთან აქვს ურთიერთობა, განურჩევლად სქესისა. ცდილობს იზოლირებული ამყოფოს პარტნიორი.
* პიროვნება, რომელსაც ხელი მიუწვდება სხვადასხვა სახის იარაღთან და საუბროს მათ გამოყენებაზე, ან იმუქრება.
* მოელის მისი ბრძანებების და რჩევების შესრულებას. ბრაზდება როდესაც მის სურვილებს არ ასრულებენ.
* ახასიათებს ხასიათის უკიდურესი ცვლილებები, თითქოს ორი განსხვავებული ადამიანია. ზოგჯერ უკიდურესად კეთილია და ზოგჯერ კი უკიდურესად სასტიკი.

No comments:

Post a Comment